საზოგადოება
11.08.2022 13:59
ბობნევის საზაფხულო ბანაკის საცხოვრებელ პირობებს მერის მოადგილე გაეცნო
ბობნევის საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდების მეორე ნაკადს მასპინძლობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტანას ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ჯამში, 150 ახალგაზრდა დაისვენებს.

ბობნევის საზაფხულო ბანაკს, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა.

სტუმრები, ბანაკის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და ახალგაზრდების მიერ მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ.

„პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას სწავლობენ და მონაწილეობას იღებენ ლაშქრობებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს. ბანაკი 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდების კიდევ ერთ ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 მონაწილე გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს რჩებიან“, - აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები