კულტურა
10.08.2022 16:09
გორში, ფილმის - „მანდარინების“ ჩვენება გაიმართება
გორის ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, 11 აგვისტოს, მორიგი ფილმის ჩვენება გაიმართება.

კვირეულის ორგანიზატორების თქმით, დიდ ეკრანზე ქართულ ფილმის - „მანდარინების“ ჩვენებაა დაგეგმილი.

„ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობსდა აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა. კინოჩვენება 11 აგვისტოს, 19:00 საათზე, არტ ჰაუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. გაითვალისწინეთ,
ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა სარეგისტრაციო ბმული: https://surveyheart.com/form/62ed5e18be27af2147b26e97 უნდა შეავსოთ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ პროექტს - „ახალგაზრდული კვირეული“ , ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახორციელებს.
კვირის ამბები