საზაფხულო ბაღების პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს - გიორგი შათირიშვილი
საზაფხულო ბაღების პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გასულ წლებთან შედარებით, პროექტში ჩართვის მსურველთა მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. რაც შეეხება სწავლების მეთოდოლოგიას, საზაფხულო ბაღები, სტანდარტული მეთოდოლოგიური სწავლებისგან განსხვავებით, დატვირთულია გარე აქტივობებითა და თამაშებით.
დროის უმეტეს ნაწილს აღსაზრდელები გამწვანებულ გარემოში ატარებენ.
,,საზაფხულო ბაღებით სარგებლობის სურვილი გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო ბაღები დაკომპლექტებულია სხვადასხვა ბაღების აღსაზრდელებით, აღმზრდელების თქმით, მათ არ უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია“, - აღნიშნა სააგენტოს მენეჯერმა გიორგი შათირიშვილმა.
შეგახსენებთ, გორში, წელს, ორი საზაფხულო ბაღია გახსნილი (მეცხრე და მეთოთხმეტე საბავშვო ბაღებში) და 178 აღსაზრდელია რეგისტრირებული.