საზოგადოება
10.08.2022 12:06
ბერშუეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მალე დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სამუშაოები დასრულების ფაზაშია და მოსახლეობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზით სარგებლობას მიმდინარე თვის ბოლოსთვის შეძლებს.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, 4 კმ-მდე გზის საფარი მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო.

,,შიდა ქართლის მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დღეს, სოფელ ბერშუეთში მისასვლელი გზის სამუშაოები დავათვალიერეთ. ზაფხულის ბოლოსთვის ადგილობრივი მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 1 300 000 ლარზე მეტია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა,“ - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
კვირის ამბები