გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში უახლოესი 10 დღის განმავლობაში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
11 აგვისტოს, გორში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს, 12-დან 18 საათამდე კი მოსალოდნელია ქარი 11 მ/წ-მდე.
+33-34 გრადუსი და პერიოდულად ქარიანი ამინდია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 12, 13 და 14 აგვისტოს.
15-დან 20 აგვისტომდე კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +35-37 გრადუსს მიაღწევს, ამასთანავე, პერიოდულად ქარია მოსალოდნელი 15, 16 და 17 აგვისტოსაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში