საზოგადოება
06.01.2020 20:07
მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით. იმ სოფლებთან ახლოს, რომლებიც დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაშია - საქართველოს პრეზიდენტი

შარშანდელის მსგავსად, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელსაც რეგიონში ჩატარდა. საქართველოს რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, მეორე წელია, ეს ღონისძიება თბილისში არ ტარდება. ზუგდიდის შემდეგ, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი გორში გაიმართა. ,,მინდა, ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ ბედნიერება. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ეს დღე ყველა იმ ბავშვს, რომელიც ამ ზეიმს ესწრება და ვისურვო მათ დაწყნარებულ, გაერთიანებულ და გამთლიანებულ ქვეყანაში ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება მათი საქართველო, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით. იმ სოფლებთან ახლოს, რომლებიც დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაშია და ამ სოფლებში ქვეყნის გამთლიანებას ელოდებიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე  გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გორის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, გორის ქალთა კაპელამ და გორის გოგონათა გუნდმა, ასევე, ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა და გორის თეატრის მსახიობებმა.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ პატარებს საჩუქრები გადაეცათ.

 

კვირის ამბები