რუსეთ-საქართველოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის, ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა სოფელ კარალეთში. ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრვი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2008 წლის ომის მონაწილე ქართველი ჯარისკაცის სახელობის მემორიალი გმირის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის სკვერში მოეწყო.
სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა კარალეთის მეორე საჯარო სკოლას.
ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. ტანკი, რომელსაც იგი მართავდა, მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში