საზოგადოება
09.08.2022 15:45
გორის №6 საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიაა
სსიპ ქალაქ გორის №6 საჯარო სკოლა უცხოური ენის - გერმანულის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 2 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის გულისხმობს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 2 სექტემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები