საზოგადოება
09.08.2022 13:53
როდის დაიწყება ხელთუბანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ელექტრონული ტენდერი უკვე გმოაცხადა.

დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 867 955 ლარს შეადგენს, დოკუმენტებით ირკვევა, რომ გათვალისწინებულია საავტომობილო გზის 1 038 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სატენდერო პირობების მიხედვით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი უნდა მოწწყოს. ამასთან, როგორც ცნობილია, სამუშაოები ტენდერსი გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

„საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და პროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნა მათი რეკომენდაციები“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში. ცნობისთვის, აღნიშნულ ელექტრონულ დენტერზე წინადადებების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს, 13:30 საათზე დასრულდება.

 

კვირის ამბები