გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაციის მიზნით, მერიამ კიდევ ოთხი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, ერთ-ერთი პროექტი შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას გულისხმობს.
რაც შეეხება სატენდერო წინადადებების მიღების დაწყება-დასრულების პერიოდს, 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს დასრულდება.
გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 875 მეტრია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 702 645 ლარია.