საქართველოს რკინიგზა 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესია.
„საქართველოს რკინიგზა 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობას აჩერებს, რისი მიზეზიც მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესია.
249 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს“, - ნათქვამია საქართველ;ოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში