500-ზე მეტ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დაუკანონდება
500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემათ და დაუკანონდებათ საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საკითხი ეკონომიკის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.