დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, იგი თანამდებობას ტოვებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იგი დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის და ამის მიზეზი არ ყოფილა ვინმესთან დაპირისპირება ან რაიმე სახის უთანხმოება.
„მე ვტოვებ თანამდებობას პირადი განცხადებით. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან არ მქონია დაპირისპირება, მე არავის ვუპირისპირდები. რაც შეეხება გადაბარებას, გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. მოგეხსენებათ, დიდი დაწესებულებაა და ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაბარება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებამდე, ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში