საზოგადოება
06.01.2020 18:02
გორში პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი აქციის ფონზე მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს. ამ წუთებში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ მოწყობილ სცენაზე კონცერტი მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი გორში იმყოფება. 
სალომე ზურაბიშვილს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ, შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა სცენის მიმართულებით გადაადგილება სცადეს, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირირპირება მოჰყვა. 
პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

 

კვირის ამბები