ამ წუთებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიაში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მოადგილეებთან ერთად, თავდაცვის აკადემიის კურსანტებს ხვდება.
შეხვედრას ესწრება აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალების შემსრულებელი სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
აკადემიაში მიმდინარე შეხვედრისას, მინისტრი ლექციას წაიკითხავს თემაზე - ,,საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“.
გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის, წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა „ოქროს სამხილი“, რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.