საზოგადოება
08.08.2022 14:32
გორის მე-7 საჯარო სკოლას კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა
გორის მე-7 საჯარო სკოლას, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო-მოსამსახურის - კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა.
სკოლის დირექტორის, ნოდარ იარღანაშვილის თქმით, ზემოხსენებული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, მივიღეთ შეთავაზება სკოლის სახელდებასთან დაკავშირებით. აღნიშნილი წინადადება განვიხილეთ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილება სისრულეში მოვიდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყდა ჩვენი სკოლისთვის მაინცდამაინც ზაზა ბირთველიშვილის სახელის მინიჭება, ზაზა, გარკვეული წლები სწორედ ჩვენი სკოლის აღსაზრდელი გახლდათ“, - აღნიშნა ნოდარ იარღანაშვილმა „გორის მაცნესთან საუბრისას.
ზაზა ბირთველიშვილი 1976 წლის 17 აპრილს გორში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა გორის მე-7 საჯარო სკოლა. დაოჯახდა 17 წლის. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოაწერა ხელი, თუმცა, მხოლოდ 2 წელი იმსახურა.
ზაზა, ცხინვალში, ტ72 – ტანკით (ნომერი 406) შევიდა და მას მერე არავის უნახავს, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი.
კვირის ამბები