რუსეთ-საქართველოს ომიდან თოთხმეტი წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გორში არსებული საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
ამავდროულად, დღეს, ტრადიციულად, გორის საკათედრო ტაძარში, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა ომში დაღუპულთა სულების სახელზე წირვა აღავლინდა. ამ წუთებში კი, მეუფე ანდრია საკათედრო ტაძრის მიმდებარედ არსებულ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქვა-ჯვართან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს. პანაშვიდს სასულიერო პირებთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე, რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.
გორში იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.