კარალეთის მეორე საჯარო სკოლას, 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის - ოთარ სუხიტაშვილის სახელი მიენიჭა. „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.
ოთარ სუხიტაშვილი 1975 წელს დაიბადა. ოფიციალური ინფორმაციით, ის იჯდა იმ ტანკში, რომელიც უშუალოდ ოსების თავდაცვის მინისტრმა ბარანკევიჩმა გაანადგურა. სუხიტაშვილი 406-ე ტანკის მემიზნე ოპერატორი იყო, ამავე ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ – ბირთველაშვილი (მძღოლი) და მეთაური გია რომელაშვილი. სამივე მათგანი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიკარგა. დაკარგულია მათი საბრძოლო ტანკიც.
შეგახსენებთ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, ოთარ სუხიტაშვილის სახელი, ასევე, მიენიჭა სოფელ კარალეთის ცენტრში მოწყობილ სკვერსაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში