ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქში არსებული, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთ-საქართველოს ომი და აღნიშნა, რომ ომის დროს დაღუპულ გმირთა პატივისცემა ყველა ადამიანის მოვალეობაა.
„14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. დღეს, ომში დაღუპულ გმირებს მივაგეთ პატივი. ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია და არასდროს დაგვავიწყდება, რომ ჩვენმა გმირებმა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირეს თავი“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს დილიდან გორში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში