საზოგადოება
06.01.2020 16:41
სოფელ ბეთლემის (ახალხიზის) სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიაა

სსიპ ოლეგ ჭონიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.pedagogi.ge  (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I, III და IV კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, 310-690 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 12 იანვარს ეწურებათ, სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 15 იანვარია მითითებული.

კვირის ამბები