საზოგადოება
08.08.2022 11:35
ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნება - სიმონ გულედანი

ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნება, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქში არსებული საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 14 წლის წინ საქართველოში და კონკრეტულად გორში განვითარებული მოვლენები.

„უკვე თოთხმეტი წელი გავიდა 2008 წლის აგვისტროს ომის შემდგომ, რის შედეგადაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, ასევე, ძალიან ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა საცხოვრებელი. მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, ვისი ოჯახის წევრებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ. კიდევ ერთხელ, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე.  

ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოხდეს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების უკან დაბრუნება“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, დღეს, 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, სრულმასშტაბიანი ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 14 წელი გავიდა.

კვირის ამბები