მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტს 133 739 ვიზიტორი ეწვია, მათგან 109 907 - უცხოელი ტურისტი
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 36 600 ვიზიტორი ეწვია. რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან დღემდე არსებულ სტატისტიკას, ჯამში, გასული ექვსი თვის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 133 739 დამთვალიერებელი სტუმრობდა, აქედან 109 907 - უცხოელი.
„გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალი - 4457, მარტი - 6 674, აპრილში - 12 765, მაისში - 30 693, ივნისში - 37 582, ივლისში კი, 36 600 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 23 832 პირი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.