საზოგადოება
05.08.2022 11:40
გორში ზებრა გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ, ზებრა გადასასვლელების სამღებრო სამუშაოები დაიწყო. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად გადაიღებება და განახლდება ქვეითთა გადასასვლელები.

სააგენტოს ინფორმაციით, ზებრა გადასასვლელების შეღებვის პარალელურად, ასევე მიმდინარეობს ხიდების მოწესრიგებაც. სახიდე ნაგებობების დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების შემდეგ, იგეგმება სამღებრო სამუშაოების ჩატარება, პარალელურად, მიმდინარეობს სანათებისა და მწვანე საფარის მოვლის სამუშაოები.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყოველდღიურად იცვლება გარეგანათების დაზიანებული სანათები, ხორციელდება სკვერების ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში, იწმინდება სანიაღვრე არხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
კვირის ამბები