საზოგადოება
06.01.2020 16:38
მოსახლეობის რა კატეგორია მიიღებს პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ?

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადანაწილდა და მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის უფასოდ გაიცემა.

როგორც GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა, სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისთვის საჭირო მედიკამენტს უფასოდ მოქალაქეთა ის ნაწილი მიიღებს, ვინც რისკ ჯგუფშია, ან სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს.

„გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ამ დროისთვის  უზრუნველყოფილია ანტივირუსული პრეპარატით. ჩვენი მხრიდან, „ტამიფლუს“ გაცემა მოხდება მხოლოდ ორსულების, ქრონიკული ავადმყოფების და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. პაციენტმა უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, ექიმის მიერ გაცემული რეცეპტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, გორის საზოგადოიებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღების თხოვნით, არავის მოუმართავს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარი გიუნაშვილმა.

კვირის ამბები