სპორტი
05.08.2022 10:04
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები გორის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დააჯილდოვეს

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან ერთად, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების ჩემპიონები, პრიზიორი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვა.

გორელმა მოჭიდავეებმა, რომლებიც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს აღზრდილი სპორტსმენები არიან, მიმდინარე წელს, საქართველოში გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებში, ჯამში, 42 მედალი მოიპოვეს, მათ შორის - 17 ოქრო, 11 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. გარდა ამისა, აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, გორელმა მოჭიდავეებმა ხუთი ჩემპიონატიდან სამში გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს.

ამავე სპოტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპინატებში. მათ ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაში 14 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 7 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

მიმდინარე წლის საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატები თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა. ამ ეტაპზე, გორელი მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატებისთვის ემზადებიან.

კვირის ამბები