საზოგადოება
04.08.2022 17:00
გიორგი წიკლაური - კიდევ ერთი გორელი აბიტურიენტი, რომელმაც უცხოური ენების გამოცდაში მაქსიმალური 80-დან 79 ქულა აიღო

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგებით, გორელმა გიორგი წიკლაურმა ინგლისურ ენაში მაქსიმალური 80-დან 79 ქულა აიღო.

გიორგი წიკლაური გორის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ლიტერატურაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში.

შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.

კვირის ამბები