საზამთრო, რომლის სეზონიც ამჟამადაა, უამრავი სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი თვისებით გამოირჩევა.
რაც შეეხება მის კალორიულობას, 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 30 კ.კალორიაა.
საზამთროში საკმაოდ ბევრი ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა. საზამთრო შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, B9, C, E, H, PP; ასევე ნივთიერებებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ნატრიუმს; შაქრებს – გლუკოზას, საქაროზას, ფრუქტოზას, პექტინებს, მცირე რაოდენობით ცილებს. 90% მასში წყალია, პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმებს; მცირე რაოდენობით შეიცავს ტიამინს, ნიკოტინის მჟავას.
ეხმარება ორგანიზმის ჰიდრაციას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას; სასარგებლოა კანისა და თმისთვის; ხელს უწყობს მომნელებელ სისტემას და აჩქარებს მეტაბოლიზმს; აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას.
საზამთროს დაჭრის უამრავი ხერხი არსებობს, თუმცა, GMnews-ი გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და მოსახერხებელ მეთოდს.
https://www.youtube.com/watch?v=D68Lck4Y5Ig&t=12s