საზოგადოება
04.08.2022 14:02
გორში, ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში, მხიარული სტარტები მოეწყობა
ახალგაზრდული კვირეული, რომელიც ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“-ს ორგანიზებით იმართება, გრძელდება. ხვალ, 5 აგვისტოს, გასართობ პროგრამაში მხიარული სტარტებია ჩანიშნული. თამაშებს გორის სპორტსკოლა 12:00 საათზე უმასპინძლებს.

„ახალი თაობა” მხიარულ სტარტებზე უამრავ გასართობ აქტივობას გპირდებათ და თუ გსურთ, „ახალგაზრდული კვირეულის“ ნაწილი თქვენც იყოთ, შემოგვიერთდით. ახალგაზრდები დაიყოფიან გუნდებად, ერთ გუნდში საჭიროა სამი მოთამაშე, ხოლო გამარჯვებული გუნდი თამაშის დასასრულს გამოვლინდება. გამარჯვებულები საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან. მონაწილეობის მსურველებმა შემდეგი სარეგისტრაციო ბმული უნდა შეავსონ: https://surveyheart.com/form/62eb83bb24ff9216a554dd87“, - აცხადებენ ორგანიზატორები

შეგახსენებთ, რომ პროექტი „ახალგაზრდული კვირეული“ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ხორციელდება.
გორის ახალგაზრდული დღეების შემაჯამებელი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება12 აგვისტოს გაიმართება.
კვირის ამბები