გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის მუშაობას უკავშირდებოდა.
საბჭოს წევრებმა, სააგენტოს ხელმძღვანელს ზურაბ ჯირკველიშვილს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს აინტერესებთ.
საბჭოს წევრებმა, უშუალოდ, სააგენტოს ხელმძღვანელისგან მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს მუშაობის სპეციფიკის, არსებული გამოწვევების და პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების შესახებ.
სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრები და ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მგზავრთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის გამართულ მუშაობას ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში უზრუნველყოფს.