2025 წლიდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმას იწყებს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტის დანერგვას გულისხმობს.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სამედიცინო დაწესებულებამ გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, კრიტერიუმები მოიცავს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, სამედიცინო ინფრასტრუქტურას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
,,იგეგმება სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია ისეთი მაკრედიტირებელი ორგანოების მიერ, როგორიც არის ჰოსპიტლების აკრედიტაციის საერთაშორისო კომიტეტი და გერმანული ხარისხის და აკრედიტაციის სტრუქტურა. ამ კრიტერიუმებით არაერთი მოთხოვნაა გათვალისწინებული.
გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კომპლექსური მოთხოვნები, სამედიცინო მომსახურების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, პერსონალის მომზადების დონე, მონაწილეობა უცხოეთის სამედიცინო განათლების პროცესებში.
იმისთვის, რომ 2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებამ სახელმწიფო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, მან ეს კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. აკრედიტაცია ერთ-ერთი პირობა იქნება“, - აცხადებს თამარ გაბუნია მედიასთან.