რჩევები
03.08.2022 15:39
დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი - რომელი პროდუქტის გამოყენებაა მიზანშეწონილი

ზაფხულის სეზონი თავისთავად უკავშირდება მაღალ ტემპერატურას, სიცხით გამოწვეულ დისკომფორტს, ოფლიანობას და შესაბამისად, ისეთ პრევენციულ საშუალებებს, როგორიცაა დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი, რომელსაც რეგულარულად მოიხმარენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, სპეციალისტები ხშირად იძლევიან რეკომენდაციებს ამ პროდუქტების გამოყებასთან დაკავშირებით.

დეოდორანტს და ანტიპერსპირანტს ერთმანეთისგან რამდენიმე ფაქტორი განასხვავებს, უფრო კონკრეტულად:

დეოდორანტი კოსმეტიკურ პროდუქტად განიხილება დაახშობს უსიამოვნო სუნს, რომელიც კანზე ადამიანის მიკროფლორის შემადგენელი ბაქტერიების გამრავლების შედეგად ჩნდება, ანტიპერსპირანტი კი კლასიფიცირდება როგორც სამედიცინო ნაწარმი, რომელიც ბლოკავს საოფლე ჯირკვლების მოქმედებას და აჩერებს ოფლის გამოყოფას, ამიტომ მის წარმოებას აშშ-ში სურსათისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამსახური (FDA) აკონტროლებს.

ანტიპერსპირანტი ყველაზე ეფექტურია სუფთა, მშრალ კანზე დატანისას, მაგალითად, დილით, შხაპის მიღების შემდეგ.

დეოდორანტიც და ანტიპერსპირანტიც უსაფრთხოდაა მიჩნეული, FDA-მ და აშშ-ს კიბოს ეროვნულმა ინსტიტუტმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არც დეოდორანტი და არც ანტიპერსპირანტი არ წარმოადგენს რისკფაქტორს კიბოს განვითარებისთვის, მაგრამ ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა ალუმინი და პარაბენები, რომლებსაც ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს, არასასურველია ჯანმრთელობისთვის.

კვირის ამბები