საზოგადოება
03.08.2022 14:18
გორის მუნიციპალიტეტი გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების (SDGS) განხორციელების პროცესშია ჩართული
გორის მუნიციპალიტეტი ჩართულია გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების (SDGS) განხორციელების პროცესში.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი გაეროს ინიციატივაა, რომელიც 17 მიზანს მოიცავს და 2030 წლისთვის პლანეტის თითოეული მაცხოვრებლისთვის მაქსიმალური კეთილდღეობის, მშვიდობისა და ცხოვრების უკეთესი ხარისხის მოტანისაკენ ისწრაფვის.

„საქართველო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას 2015 წლიდან შეუერთდა, სულ ახლახან კი დაიწყო ლოკალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც გლობალური მიზნების განხორციელებაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტები. ამ ეტაპზე უკვე გადამზადდა 18 მუნიციპალიტეტის 80 საჯარო მოხელე, მათ შორის ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც. მომდევნო წლებში ლოკალიზაცია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს დაფარავს და ჩვენ, ყველანი, ქალაქად და სოფლად, ერთად შევიტანთ წვლილს მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შესაქმნელად“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები