სოფელ ბობნევში „საზაფხულო ბანაკი“ იხსნება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 150 ბავშვი დაისვენებს.
ბანაკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დღეს, 3 აგვისტოს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
„უპირატესობა მიენიჭიბათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აქტიურ ახალგაზრდებს. პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მოწყობაც. ბანაკი 12-დან 25 წლამდე მოზარდებს სამ ეტაპად უმასპინძლებს. თითოეულ ეტაპზე 50 ბავშვი გაემგზავრება. ისინი ბობნევში 5 დღეს დარჩებიან“, - აცხადებენ მერიაში.
პროექტი ასოციაცია „ტონთიოს“ ორგანიზებით ხორციელდება.