საზოგადოება
03.08.2022 12:22
გააცოცხლე კადრები და შენი წარმოდგენები 2008 წლის ომთან დაკავშირებით - „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში ხატვის კონკურსი გაიმართება
ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“, რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების თქმით, ისინი არ ივიწყებენ 2008 წლის აგვისტოს დღეებს და სურთ, დაინტერესებულ პირებს, ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული კონკურსში მონაწილეობა შესთავაზონ.

„თუ გაქვს ხატვის ნიჭი და ამავდროულად, პოსტერების შექმნაც შეგიძლია, მაშინ, ეს კონკურსი შენთვისაა! გააცოცხლე კადრები და ასევე შენი წარმოდგენები 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იყავი რეალური. პოსტერების მიღების ბოლო ვადა 6 აგვისტოს 18:00 საათია, გამარჯვებული კი, 8 აგვისტოს, ონლაინ გამოვლინდება. კონკურსის გამარჯვებული საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. აქვე გეტყვით, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:https://docs.google.com/.../1FAIpQLSeHBt2l248ei3.../viewform“, - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, ახალგაზრდული კვირეულის გამარჯვებულები 12 აგვისტოს დაჯილდოვდებიან. პროექტი „ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ხორციელდება.
კვირის ამბები