საზოგადოება
03.08.2022 12:11
უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
უცხოური ენების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. შედეგის გასაგებად, აბიტურიენტებმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე შესვლის შემდეგ, შესაბამის ველში მიუთითეთ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი უნდა მიუთითონ.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
კვირის ამბები