კულტურა
03.08.2022 11:01
„მკვდარი პოეტების საზოგადოება“ - ფილმის ჩვენება 3 აგვისტოს გორში შედგება

პროექტის, „ახალგაზრდული კვირეული“ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად“ ფარგლებში, გორში ფილმის ჩვენება გაიმართება.

3 აგვისტო - ფილმის ჩვენება!

„მკვდარი პოეტების საზოგადოება“ - ფილმი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს, ამ შანსს კი ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“ გაძლევთ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველმა წინასწარ უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ბმული:

https://surveyheart.com/form/62e95bb529b767219704e104

ფილმი კოლეჯის მეგობრების შესახებ მოგვითხრობს, ისინი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან, ის კი საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. ის თავის მოსწავლეებს ეხმარება, იცხოვრონ თითოეული დღით და იპოვნონ თავიანთი გზა ცხოვრებაში.

ფილმის ჩვენება 3 აგვისტოს, 20:00 საათზე, არტ ჰაუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

კვირის ამბები