საზოგადოება
02.08.2022 16:04
ხვალ, გორის ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართება
ხვალ, გორის ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართება
გორის ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, სპორტული აქტივობები გრძელდება. ორგანიზატორების თქმით, ხვალ, 3 აგვისტოს, გასართობ პროგრამაში ფრენბურთის მატჩებია ჩანიშნული.
„ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“ 3X3 ფრენბურთის ჩემპიონატზე გიწვევთ და ნამდვილად ემოციებით დატვირთულ დღეს გპირდებათ. მატჩი 3 აგვისტოს, 19:00 საათზე, გორის სპორტსკოლაში ჩატარდება და გამარჯვებულებს My Art-ის აბონიმენტითა და თასით დავაჯილდოებთ. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ერთ გუნდში საჭიროა სამი მოთამაშე, ხოლო გამარჯვებული გუნდი თამაშის დასასრულს გამოვლინდება. ფრენბურთის მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
 
შეგახსენებთ, რომ პროექტის - „ახალგაზრდული დღეები“ მხადამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.
გორის ახალგაზრდული დღეების შემაჯამებელი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოება12 აგვისტოს გაიმართება.
კვირის ამბები