გორის კლინიკებში ვირუსული ინფეციებით მიმართვიანობამ მოიმატა, თუმცა, ექიმების განცხადებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და სპეცმკურნალობა ჯერ საჭირო არ გამხდარა.
,,მომატებულია ვირუსული ინფექციებით პაციენტების მომართვიანობა, მაგალითად,1-2 იანვარს, სტაციონარში 22 პაციენტი იყო მოთავსებული. ძირითადად, რესპირატორული გამოვლინებებია სახეზე, გართულებული შემთხვევები არ არის, შესაბამისად, სპეცმკურნალობა პრეპარატ ,,ტამიფლუს“ ან სხვა მსგავსი მედიკამენტების გამოყენებით საჭირო ჯერ არ გამხდარა. გამოცხადებულია კარანტინი, უზრუნველყოფილი ვართ ყველა საჭირო მედიკამენტით და ძირითადად, სიმპტომური და დეზინტოქსიკაციური სახის მკურნალობას ვიყენებთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ,,გორმედის“ ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა ლია კალანდაძემ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება