სპორტი
02.08.2022 13:32
გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია
გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის გამარჯვებულია.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ამ წარმატების შემდეგ ევროპის B დივიზიონის საგზური გაიფორმა. ეროვნული გუნდის რიგებში მოასპარეზე ნატალიმ, C დივიზიონის მატჩებში, ჩვენი ქვეყნის ნაკრების მიერ მოპოვებულ გამარჯვებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ფინალამდე, გზიდან ჩამოიცილა მოლდოვის, გიბრალტარის და ალბანეთის გუნდები.

ფინალში, საქართველოს ნაკრებმა მალტა დიდი უპირატესობით 61:37 დაამარცხა, ნატალიმ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მან 12 ქულა დააგროვა და 19 მოხსნა მიითვალა.

ჩუტკერაშვილი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთის სექციაში, გამოცდილ მწვრთნელ ვერა შავშიშვილთან აღიზარდა და 18 წლამდელთა ნაკრებმადე, საქართველოს 16 და 14 წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია.
კვირის ამბები