გორის მუნიციპალიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაღალი ქულა 4-მა აბიტურიენტმა აიღო
როგორც ,,გორის მაცნესთვის" გახდა ცნობილი, გორის მუნიციპალიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 4-მა აბიტურიენტმა აიღო მაღალი ქულა.
ყველაზე გამორჩეულია მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჭოველიძე, რომელმაც გამოცდაზე მაქსიმუმი - 60 ქულა აიღო, 58 ქულა აიღო ხელთუბნის სკოლის მოსწავლემ ნატალია ანესაშვილმა, 56 - მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლელუკა ქარქიშვილმა და 51 ქულა - გორის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლემ თეკლა ხაჩიძემ.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის და ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო.