ტურიზმი
06.01.2020 12:50
საქართველო მსოფლიოს უძველესი ქვეყნების სამეულში მოხვდა
პოპულარულმა ამერიკული საიტმა - „Top tens“, რომელიც თემატურ რეიტინგებს ადგენს, ამჯერად, უძველესი ქვეყნების ათეული გამოავლინა.
აღნიშნულ ჩამონათვალში, საქართველომ, თავისი უძველესი ისტორიით, ტრადიციებითა და დამწერლობით, მესამე საპატიო ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი საბერძნეთს ერგო, მეორე კი, ეგვიპტეს. ათეულში, ასევე, ნახსენებია ჩინეთი, ინდოეთი და იტალია.
საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველი განხილული თემისა და ქვეყნის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვან. საქართველო კომენტარებში უამრავ დადებით გამოხმაურებას და შეფასებას იმსახურებს. ინტერნეტმომხმარებლები, მას ღვინისა და ყველის, მამაცი ხალხის სამშობლოდ მოიხსენიებენ, რომელსაც მდიდარი კულტურა და განსაკუთრებული ისტორია გააჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტ დადებით ემოციას ის ადამიანები აფიქსირებენ, ვისაც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაუთვალიერებია ან არქეოლოგიური ძეგლის მონახულება უახლოეს მომავალში აქვთ დაგეგმილი.
კვირის ამბები