დღეს ღამის 12 საათიდან, გორის ყველა უბანს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „გორის მაცნეს“ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი აღმაშენებლის ქუჩაშე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
თავზარაშვილის ინფორმაციით, სასმელი წყლის მიწოდება ქალაქს ხვალ, 2 აგვისტოს, დღის ბოლომდე აღუდგება.