საზოგადოება
01.08.2022 12:24
გორის მუნიციპალიტეტის საზაფხულო ბაღებში სწავლა დაიწყო

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან, გორის მუნიციპალიტეტის საზაფხულო ბაღებში სწავლა დაიწყო.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების პროექტში ჩასართავად 162 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.

„ზაფხულის სეზონზე გორში ორი საბავშვო ბაღი მუშაობს.  აღსაზრდელებს გორის მე-9 (ბესიკის ქ.#4) და მე-14 (აღმაშენებლის ქ. #82) ბაგა-ბაღი მასპინძლობს.  პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ჯამში, 162 აღსაზრდელის მშობელმა გააკეთა განაცხადი - აქედან 57 ბავშვი მეთოთხმეტეში, 105 კი, მეცხრე ბაღში ივლის“, - აცხადებენ სააგენტოში.

საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს 6 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.

 

კვირის ამბები