საზოგადოება
30.07.2022 08:51
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

გუდაურის სიახლოვეს მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც.

კიდევ ერთი პირი კი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც პარაპლანს მართვდა, დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტრაგედიის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

„ექსპერტები მუშაობენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. კადრების მიხედვით, რაც ვნახე, უკანა მხარე, თითქოს კლდეს ეჯახება და შემდეგ, მართვის დაკარგვა იწყება. ეს არ ვიცით, რამ გამოიწვია - შეცდომა იყო, გაუმართაობა, ქარის ბრალი იყო, თუ სხვა რამ, ექსპერტიზა გვეტყვის“, - განაცხადა შსს მინისტრმა.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები არიან: მფრი­ნა­ვე­ბი - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; მაშ­ვე­ლე­ბი - კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები - ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.

,,გორის მაცნე“ მწუხარებას გამოთქვამს მოხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

კვირის ამბები