საზოგადოება
06.01.2020 12:11
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა, შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის

ამ წუთებში,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ბრიფინგი მიმდინარეობს. ბრიფინგი საშობაო შეწყალებას უკავშირდება.

პრეზიდენტის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეწყალებულთა სიაში არ არის. ,,ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეკანოზ მამალაძეს, ე.წ. ციანიდის საქმეზე, 2017 წლის 5 სექტემბერს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მამალაძის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს შუამდგომლობით  წმინდა სინოდმა მიმართა.

 

კვირის ამბები