გორის მწერალთა სახლში ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ორგანიზატორების თქმით, აქტივობა სახელწოდებით - ,,ილია 185 - ჩემო კარგო ქვეყანა’’, ილია ჭავჭავაძის შემოქმედების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკას მიეძღვნა.
ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
„წელს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის 185 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, გორის მწერალთა სახლი, წლის ბოლომდე სხვადასხვა სახის აქტივობებს და ღონისძებებს განახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.) ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და მწერალია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნასა და ლიბერალური ფასეულობების გავრცელებაში