გიდასტურებთ, რომ პარლამენტსა და საკრებულოებში ,,ქართული ოცნების” შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას ვაყალიბებთ და ამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი მეც ვიქნები, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საკრებულოს წევრმა მიშა გოგინაშვილმა განუცხადა.
გოგინაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდებასა და კონცეფციაზე საზოგადოებას შემდგომ მიეწოდება ინფორმაცია.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს