საზოგადოება
28.07.2022 14:23
4 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 4 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ნავარაუდევია უნალექო ამინდი, მოიმატებს ტემპერატრურაც.

უფრო დეტალურად, დღეს, 28 ივლისს, გორში მთელი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი.

+31 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 29 ივლისს.

30-31 ივლისს კი, გორში ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე ნავარაუდევია მცირე ღუბლიანობა.

კვირის ამბები