სპორტი
28.07.2022 12:52
გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი, ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის С დივიზიონში წარმატებულად ასპარეზობს
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრები, ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის С დივიზიონში წარმატებულად ასპარეზობს.
ჩვენმა ნაკრებმა, რომლის რიგებშიც გორელი კალათბურთელი ნატალი ჩუტკერაშვილი ასპარეზობს, გიბრალტარელი და მოლდოველი თანატოლების გუნდები დაამარცხა.

ნატალი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთის სექციაში, ცნობილი მწვრთნელის ვერა შავშიშვილის აღზრდილია. მას, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (U16, U14), ადრეც უთამაშია და ახლა უკვე უფროსებთან, 18 წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობს.

რაც შეეხება ზემოხსენებულ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების წარმატებას, ევროპის ჩემპინატის C დივიზიონში, ჩვენმა ნაკრებმა, ამ გამარჯვებებით ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება შეძლო. ახლა, ნატალი და მისი თანგუნდელები, მომდევნო პაექრობას (ნახევარფინალში) - 30 ივლისს გამართავენ. მათი მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.
კვირის ამბები