გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 8 იანვრიდან განახლდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს.
,,ზეგიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდაა პატარებში გავრცელებული ვირუსული ინფექციები, დასწრების თავისუფალი რეჟიმი გამოცხადდება, შემდგომ კი, ვითარების მიხედვით ვიმოქმედებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში